Friday, May 14, 2021

ონლაინ ტრენინგი პროექტის ეფექტური მართვა

დღეს ტრენინგის მესამე სამუშაო დღეა. გასაოცარი ენერგიულობით გვმუხტავს ნინი და მე თვითონ მიკვირს რამდენად მარტივად შეიძლება თურმე სწავლა სრულიად ჩინური რაღაცების

Saturday, October 1, 2016

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო-"დედამიწა იწყება ჩვენი სოფლით"
კურსის მეშვეობით მიღებული ცოდნა დამეხმარება გამოვიყენო სასწავლო პროექტები შედეგზე ორიენტირებვულ სწავლებაში, განუვითარო მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, დამოუკიდებლად აზროვნება და მუშაობა,  ვუზრუნველვყო ყველა მოსწავლის ჩართულობა, რაც შედეგად მოსწავლეებს უყალიბებს სწავლისადმი პოზიტიურ განწყობას.
ზოგადად ტრენინგი იყო ძალიან დატვირთული, მაგრამ საინტერესო და ქალბატონ ნინოს დახმარებით ყველა სირთულეს გავართვით თავი.

Sunday, September 25, 2016

მერვე დღე

მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოულიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების, ფასილიტატორის როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით. შევძლებ პროექტის მიმდინარეობისას გამოვიყენო დიფერენცირებული სწავლების მიდგომები და სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეები თანაბრად ჩაერთოს. შევქმნი ისეთ დავალებებს რომელიც მოსწავლეს განუვითარებს თვითრეგულაციის, საკუთარი თავის მართვის, თვითშეფასების უნარებს. მოსწავლეების საჭიროებაზე გათვლილი სავარჯიშოები საშუალებას მისცემს მოსწავლეებს გახდნენ დამოუკიდებელნი.

Saturday, September 24, 2016

მეშვიდე დღე



მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი შევუფასე მეწყვილეს, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკის გამოყენებით, რაც დამეხმარა აღმომეჩინა ჩემი მოსწავლის ნაშრომის სუსტი მხარეები. გავეცანი შეფასების რუბრიკას ვიუვერში და მოვახდინე მისი ადაპტირება, შევქმენი მოსწავლის შეფასების რუბრიკა. შევიტანე შეფასების დროის ჩარჩოში ცვლილება, აღვწერე მეთოდები მიზნების გათვალისწინებით. პროექტი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს.
შევქმენი მოსწავლის შეფასების რუბრიკა.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი -რუბრიკა





Sunday, September 18, 2016

მეექვსე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამოვიყენო ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ელშეწყობისა და შეფასებისთვის. შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუში, რომლის შექმნა დამეხმარება პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა შექმნან მსგავსი საპრეზენტაციო დავალება, სადაც წარმოაჩენს საკუთარ ცოდნას, გამოიყენებს (შეიძენს) 21-ე საუკუნის უნარ-ცვევებს.
ამ მოდულში შევქმენით შეფასების ინსტრუმენტი ჩეკლისტი. ეს რუბრიკა მოსწავლეებს დაეხმარება დამოუკიდებლად შექმნან საპრეზენტაციო ნამუშევარი და შეძლონ საკუთარი ნამუშევრის მონიტორინგი.